გიორგი ვოლსკი: ვწუხვარ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებმაც რიტუალში ნებსით თუ უნებლიეთ, ტრენდის აყოლის აუცილებლობიდან გამომდინარე მონაწილეობა მიიღეს

„ვწუხვარ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებმაც რიტუალში ნებსით თუ უნებლიეთ, ტრენდის აყოლის აუცილებლობიდან გამომდინარე მონაწილეობა მიიღეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.

„ბევრი ათეისტისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს, არა მხოლოდ ქრისტიანისთვის, ვინაიდან რიტუალის ეს ფორმა არის გამოხატულება, მანიფესტაცია ამ ადამიანების არსის, რომელიც ამაშია ჩართული. მე ვწუხვარ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებმაც ამაში ნებსით თუ უნებლიეთ, ტრენდის აყოლის აუცილებლობიდან გამომდინარე მონაწილეობა მიიღეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ