top_leaderboard

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ „ნაცმაიდანი“ არ შედგა

„ფაქტია, რომ „ნაცმაიდანი“ არ შედგა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის დამოუკიდებელი და როგორც არ უნდა ეცადონ რყევას ქვეყანაში, არეულობას ვერასდროს გამოიწვევენ.

„ფაქტია, „ნაცმაიდანი“ არ შედგა. ამ ადამიანებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესები ხელოვნურად გამოეწვიათ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განადგურებამდე მივიდოდა. ფაქტია, რომ ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას არანაირი შანსი არ უწერია და დღეს ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის დამოუკიდებელი და როგორც არ უნდა ეცადონ ამ რყევას, ისინი ჩვენს ქვეყანაში არეულობას ვერასდროს გამოიწვევენ და ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწორ და სწრაფ განვითარებას“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ