სოფელ ბარნაბიანთკარში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბარნაბიანთკარში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის მიხედვით, ერთ სივრცეში ეწყობა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორები და დასასვენებელი ფანჩატური.