The Times of Israel: ისრაელმა სირიის საზღვაო ფლოტი გაანადგურა

ისრაელმა, სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, სირიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაანადგურა. ინფორმაციას The Times of Israel ისრაელის თავდაცვის მინისტრზე ისრაელ კაცზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაცმა ეს განცხადება ჰაიფაში სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სტუმრობის დროს გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისრაელის ჯარი „სირიასა და გოლანის მაღლობებს შორის“ ბუფერულ ზონას ქმნის.

ებრაული გამოცემის მტკიცებით, კაცმა სირიის სამხრეთით „სტერილური თავდაცვითი ზონის“ შექმნის განკარგულება გასცა.

ასევე იხილეთ