უკრაინამ დრონებით ბრიანსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინამ დრონებით ბრიანსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონების ჩამოგდებას რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, დრონები ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ, რის შედეგადაც იქ ხანძარი გაჩნდა.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ მაგისტრალური ნავთობსადენების ოპერატორს “ტრანსნეფტს” ეკუთვნის. რუსულ მხარეს მომხდართა დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.