გოგა ხაინდრავა ლანა ღოღობერიძეს: იმ ტყვიებს გულისხმობთ, ბოლშევიკურ-ჩეკისტური აღტკინებით, თქვენთვის ცნობილი მოღალატეები ათასობით ქართველ პატრიოტს რომ ახლიდნენ გულში, ქ-ნო ლანა?
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ x-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“უკანასკნელი ბრძოლიდან გულში ჩარჩენილი ტყვიით იბრძვიან ადამიანები ყოველ ღამე რუსთაველის გამზირზე!-
ლანა ღოღობერიძე. იმ ტყვიებს გულისხმობთ, ბოლშევიკურ-ჩეკისტური აღტკინებით, თქვენთვის ცნობილი მოღალატეები ათასობით ქართველ პატრიოტს რომ ახლიდნენ გულში, ქ-ნო ლანა?!”, – წერს ხაინდრავა.