გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს: ეხლა ელჩებს “სროჩნად” ხომ შეკრიბავ და ძლიერად გააპროტესტებ ამ მიუღებელ “ზვანოკებს” – პარიზში ემანოს სულ რომ კუდში დასდევდი, ამას როგორ იზამ ჰა?
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ x-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
“ჩვენო პარიჟანკა ხანუმ ჯან! ეხლა ეს მაკრონი, რომ რეკამს დღეს ივანიშვილის ტელეფონზე, ეს როგორ გავიგოთ ჰა?! ეხლა ელჩებს “სროჩნად” ხომ შეკრიბავ და ძლიერად გააპროტესტებ ამ მიუღებელ “ზვანოკებს”! და პარიზში ემანოს სულ რომ კუდში დასდევდი, ამას როგორ იზამ ჰა? ხანუმ ჯან!”, – წერს ხაინდრავა.