ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიმართ მუქარის გზავნილზე: არავის გაგვკვირვებია ამ ლიბერალური ფაშისტებისგან ასეთი განცხადებები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატისთვის გაგზავნილ მუქარის შეტყობინებას აფასებს.
“დარწმუნებული ვარ, არც მას – ჩემს კოლეგას არ გაჰკვირვებია და არც ჩვენ არავის გაგვკვირვებია ამ ლიბერალური ფაშისტებისგან ასეთი განცხადებები, თუნდაც იმ განცხადების მერე, რაც სუს-მა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ასე, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დეტალი მიმდინარე გამოძიების პროცესში”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ მუქარის სქრინი სუს-ს მიაწოდეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე კვირას ვითარების ესკალაციას ელის. უწყების მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, რადიკალიზაციის მსურველები ამჯერად პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან.