რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ, არც დაფიქრდებოდნენ, ისე გახვევდნენ ცეცხლის ალში ჩვენს ქვეყანას

“ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ, არც დაფიქრდებოდნენ, ისე ცეცხლის ალში გახვევდნენ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს კადრულობს მიზნების მისაღწევად.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია კადრულობს ყველაფერს. ახლა სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობენ და ესეც, რა თქმა უნდა, ფუჭი იქნება მათი მხრიდან. ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ, არც დაფიქრდებოდნენ, ისე ცეცხლის ალში გახვევდნენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის მათი მიზანი და რახან ამ მიზანს ვერ ასრულებენ, დღეს უკვე სიძულვილის ტირაჟირებით არიან დაკავებულნი და აქაც ხელმოცარულები დარჩებიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ასევე იხილეთ