უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინული ძალები პოკროვსკის მიმართულებით ყველა სცენარისთვის ემზადებიან
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები პოკროვსკის მიმართულებით ყველა სცენარისთვის ემზადებიან.
„პოკროვსკის მიმართულება რუს ოკუპანტებთან დაპირისპირების თვალსაზრისით ერთ-ერთო ყველაზე რთულია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ ვემზადებით ყველა პოტენციური სცენარისთვის მტრის მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.