ზურაბ აბაშიძე: ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა, საქართველო გააგრძელებს განვითარებას

„ხელისუფლებიდან ითქვა, რომ „მაიდანი“ საქართველოში არ შედგება, ეს არის პრინციპული გზავნილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემგადაცემაში „იმედი LIVE“.

„საქართველო მიდის ევროპისკენ. დღეს ჩვენ ვუყურებთ გლობალურ პროცესებს. უნდა გავიაზროთ რა გეოპოლიტიკური ვითარება მიდის მსოფლიოში და როგორ შეიცვლება პროცესები. ქართველი ხალხი დავრჩებით ერთგული ევროპული მისწრაფებების, ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და ჩვენი ტრადიციების შენარჩუნების. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა, საქართველო გააგრძელებს განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ასევე იხილეთ