თამარ ჩერგოლეიშვილი: “მთავარს” ურევს სააკაშვილი და არა ბიძინა
“მთავარს” ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის მთავარის ყველა ჟურნალისტმა. სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში. მაგრამ მან “დამფუძნებლებს შორის კამათისგან” თავი შორს დაიჭირა”, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ტელეკომპანია „მთავარის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ეხმიანება.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილია „მთავარ არხთან“ შუაში და არა ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, „აკეთებს (დაახლოებით) იგივეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით ტაბულა ტვ-ს გაუკეთა“.
“მთავარს” ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის მთავარის ყველა ჟურნალისტმა. სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში.
მაგრამ მან “დამფუძნებლებს შორის კამათისგან” თავი შორს დაიჭირა. სააკაშვილია მთავარ არხთან შუაში და არა ბიძინა. აკეთებს (დაახლოებით) იგივეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით ტაბულა ტვ-ს გაუკეთა. უბრალოდ, ყალბი მონოლოგები ქართული მედიის ტრეიდმარკია – ისინი ხომ მაყურებელს ბრიყვად თვლიან”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი