დავით ჩიხელიძე სავიზო შეზღუდვებზე: ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა, ცდილობს, მაქსიმალურად დააზარალოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები

ექსპერტი დავით ჩიხელიხე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს მაქსიმალურად დააზარალოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები.

როგორც ექსპერტი წერს, ვერ მიიღებს იმ მოცემულობას, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა დემოკრატიად არის მოხსენიებული, “ქართული ოცნება” კი ავტორიტარულ რეჟიმად! ეს რეალობის გაყალბებაა და არა ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებული მოცემულობა.

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კუდი მოიქნია და საქართველოს 20-მდე მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა ცდილობს, მაქსიმალურად დააზარალოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები, ისინი აღქმებზე დაფუძნებული მოქმედებებით ძირს უთხრიან დემოკრატიას და გაუგონარ ორმაგ სტანდარტს გვაჩვენებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ განცხადებაში, სავიზო შეზღუდვების გარდა აქციების შესახებ საუბრობს და აქციის მონაწილეებს მშვიდობიან მომიტინგეებად მოიხსენიებს, ხოლო პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს, არ ვიცი რატომ გვაბრმავებს სახელმწიფო დეპარტამენტი. საქართველოში მიმდინარე აქციების დროს, მომიტინგეთა მხრიდან გამოყენებული იქნა მოლოტოვის კოქტეილი, პიროტექნიკა, ქვა, წიწაკის სპრეი და ა.შ. აღნიშნული საგნების გამოყენება აქციას ძალადობრივს ხდის, რომლის მშვიდობიანად მოხსენიება საზოგადოების შეცდომაში შეყვანად უნდა კვალიფიცირდეს. რაც შეეხება პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მიმდინარეობის დროს 100 ზე მეტი პოლიციელი დაზიანდა, მიუხედავად ძალადობის ასეთი მასშტაბისა პოლიციის მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა რეზინის ტყვიები და არ ყოფილა ისეთი სახის აქტივობა რაც აქციის მონაწილეთა დაზიანებას გამოიწვევდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების დროს შეუძლებელია არ გაგახსენდეს 2021 წელს აშშ-ში განვითარებული მოვლენები, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და არა რეზინის ტყვიები (უფრო ადრე აშშ-ს ერთ ერთ ადმინისტრაციულ შენობაში ასევე გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია) 2021 წელს აშშ-ში განვითარებული მოვლენების შემდეგ დააკავეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო სამსახურიდან გაათავისუფლეს ათასობით ადამიანი. ასეთი ხალხი დღეს მორალს გვიკითხავს? ბოდიში მაგრამ მათ შენიშვნებს ვერ მივიღებთ!

რაც შეეხება სავიზო შეზღუდვების თემას, ვერ მივიღებ მოცემულობას, სადაც კეზერაშვილი/სააკაშვილის და ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მმართველობა დემოკრატიად არის მოხსენიებული, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი და ქართული ოცნება კი ავტორიტარულ რეჟიმად! ეს რეალობის გაყალბებაა და არა ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებული მოცემულობა”,– წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ