კახა ლაბუჩიძე: კახა კალაძე ის მერია, რომელმაც 7 წლის წინ, პირველად შემოიტანა ევროპული ზამთარი ჩვენს დედაქალაქში, პირველი ევროპული ნაძვის ხე დაგვიდგა, შვიდ საოცარ ახალ წელს შეგვახვედრა
„კახა კალაძე ის მერია, რომელმაც 7 წლის წინ პირველად შემოიტანა ევროპული ზამთარი ჩვენს დედაქალაქში, 7 წელია თბილისის მერია და შვიდ საოცარ ახალ წელს შეგვახვედრა”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დღეს პრეზიდენტმა კახა კალაძეს როგორ მიმართა?! კახა კალაძე ის მერია, რომელმაც 7 წლის წინ პირველად შემოიტანა ევროპული ზამთარი ჩვენს დედაქალაქში. პირველი ევროპული ნაძვის ხე დაგვიდგა კახა კალაძემ, პირველი ილუმინაციები ჩამოიტანა და თბილისი დაამსგავსა მართლა ევროპულ დედაქალაქს. ჩვენ გვყავდა ბევრი სტუმარი, რომელიც აღნიშნავდა, რომ მათ ევროპაშიც არ უნახავთ ასეთი ილუმინაციები, რაც თბილისში. 7 წელია კახა კალაძე თბილისის მერია და შვიდ საოცარ ახალ წელს შეგვახვედრა.
ეს ქალი (სალომე ზურაბიშვილი) რომელიც 6 წელია პრეზიდენტია, ვერაფრით დაგვამახსოვრებს თავს. კახა კალაძე არის ადამიანი, რომელიც დღენიადაგ შრომობს, ზრუნავს, რომ თბილისი იყოს ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული დედაქალაქი“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას შეეხო და თქვა, რომ „უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი“ და „თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!“.