„არც ვერსიები მაინტერესებს აწი, არც ჰიპოთეზები, მივიღე გადაწყვეტილება… არაფერი შველის ასეთ ხალხს“ – რას წერს თემურ წიკლაურის შვილი?
ქართული ესტრადის ვარსკვლავის, თემურ წიკლაურის საფლავზე დადგმული სკულპტურა რამდენჯერმე დააზიანეს, ამიტომ ოჯახმა დემონტაჟის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. მომღერლის შვილი, ქეთი წიკლაური წერს:
„დღეს სკულპტურის დემონტაჟი განვახორციელეთ. სასაფლაოს ძეგლი ,,დავშალეთ”. ვინაიდან ვანდალოზმი არ დამთავრდა და კიდევ გაგრძელდა. აზრი არ აქვს შეკეთებას (უფრო სწორად, შევაკეთებ და შევინახავ), არაფერი შველის ასეთ ხალხს, ვინც ამას ჩადის. არც ვერსიები მაინტერესებს აწი, არც შესაძლო ჰიპოთეზები.
მივიღე გადაწყვეტილება, შევინახო ეს საოცარი ნამუშევარი, რომელიც აწ განსვენებულმა ელიზბარ სააკაძემ გააკეთა.
ამ სკულპტურას დავდგავთ მამას მუზეუმში, რომლის იდეას დავატარებ აქტიურად და იმედით ვარ, რომ ღმერთი დამეხმარება. და ამიტომაც ხალხის იმედიც მაქვს. გისურვებთ მშვიდობას, ადამიანებო“, – დაწერა ქეთი წიკლაურმა.