„მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია, ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, რადგან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მან ის თვისებები ჩამოთვალა, რის გამოც ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ირჩევენ.
„პირველი რიგის, მთავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის მიმართ და პატრიოტიზმი – მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ალბათ, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ.
გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია, ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, რადგან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.