„11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
„ხმის მიცემის პროცესი 14:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილის 9 საათიდან მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით ხდება, პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.