სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა და სუვერენიტეტს და დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს ამ ინსტიტუციას

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მიმდინარე კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მან დღეს ხმა მისცა საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„ხმა მივეცი საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა და სუვერენიტეტს და დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს ამ ინსტიტუციას. ვუსურვებ მიხეილს გამარჯვების და წარმატების გზაზე სიარულს და მეამაყება, რომ ის “ხალხის ძალის” წიაღიდან მოდის“, – წერს სოზარ სუბარი.

ასევე იხილეთ