დავით ქართველიშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე: ამაზრზენია უკვე ამ დეტალებშიც კი მათი „შიგ-ევროპული“ წუხილი საქართველოზე…

პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ გზების გადაკეტვა არღვევს სხვა მოქალაქეების უფლებებს, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არა, ამას, რა თქმა უნდა, არა ჭავჭავაძის ან გმირთა მოედნის გადაკეტვაზე იძახის – ევროპულ სასამართლოს ახსენებს და შესაბამისად, ევროპა იგულისხმება. ჩვენ ხომ „ჯუნგლებში“ ვცხოვრობთ, ამიტომ არც „აქტივისტები“, არამედ „ნეანდერტალელები“ გვყავს.

ტუსკი ამ აღშფოთებული შეშფოთების ადრესატად – კლიმატის ცვლილებების სიგიჟის წინააღმდეგ გამოსულ პოლონელ აქტივისტებს გულისხმობს, რომლებიც ქუჩების გადაკეტვით სახლში ჩაის დასალევად მიმავალ პოლონელ ევროპელ მოქალაქეებს შეფერხებას უწყობენ.

ამაზრზენია უკვე ამ დეტალებშიც კი მათი „შიგ-ევროპული“ წუხილი საქართველოზე, რომელმაც თურმე „გადაუხვია“ ევროპულ გზას, მაგრამ „ჯუნგლების“ კანონების თანახმად, ქუჩების გადაკეტვის ფორმით ამის გაპროტესტება ვერ იქნება ადამიანების უფლებების დარღვევა. კაცია კი საერთოდ – ადამიანი? ან ადამიანია კი ქართველი?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ