სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სოციალური ქსელ X-ში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

„გულითადად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას! სრულად გამოვხატავ მხარდაჭერასა და მზადყოფნას ვიმუშაო მჭიდროდ სომხურ-ქართული ტრადიციული, ძმური ურთიერთობების სასიკეთოდ. პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებას მის მომავალ საქმიანობაში“, – დაწერა ხაჩატურიანმა.

ასევე იხილეთ