თინათინ ნიბლოშვილი: მიხეილ ყაველაშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც სრული წესის დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არის არჩეული
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE” მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული ადამიანი და ის იქნება საქართველოს ინტერესების გამტარებელი.
„სრულიად ლეგიტიმურად არჩეულმა საქართველოს წევრებმა და სხვა დელეგატებმა აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტი. ოპოზიციურ ძალებსაც ჰქონდათ კვოტები და შეეძლოთ მონაწილეობა ამ პროცესში, მაგრამ არ მივიდნენ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიხეილ ყაველაშვილი იქნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესების გამტარებელი.
დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტარები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ ამ რეალობას. მიხეილ ყაველაშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც სრული წესის დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არის არჩეული“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები დღეს ჩატარდა. ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.