როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ის არ აპირებს „ტვ პირველთან“ ინტერვიუს ჩაწერას, სანამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს და მათ არჩევანს პატივს არ სცემენ.
„თქვენ სანამ ჩვენს ამომრჩეველს პატივს არ სცემთ არ ჩავწერთ ჩვენ თქვენთან ინტერვიუს. არ ცემთ თქვენ პატივს და არ ჩავწერთ ინტერვიუს. ძალიან გთხოვთ პროვოკაციულ კითხვებს შეეშვით. ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს. მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.