ზაალ ანჯაფარიძე: ხვალ 16 დეკემბერია და ევროკავშირი, სადაც ჩვენ თითქოს გვინდა შევიდეთ (რამდენად უნდა უმრავლესობას ცალკე თემაა), დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ გადმოგვკრავს მწარედ მის შოლტს ჩვენს მრავალ ომგამოვლილ და მრავალნატანჯ ზურგზე

“ხვალ 16 დეკემბერია და ევროკავშირი, სადაც ჩვენ თითქოს გვინდა შევიდეთ (რამდენად უნდა უმრავლესობას ცალკე თემაა), დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ გადმოგვკრავს მწარედ მის შოლტს ჩვენს მრავალ ომგამოვლილ და მრავალნატანჯ ზურგზე”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, 32 წელია საქართველო სწორედ ევროატლანტიკური სწრაფვის გამო იღებს ომებს საკუთარ მიწაზე.

ანჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო კვლავ გადაურჩება მორიგ შემოტევებს, რომლებიც ახალი წლის დადგომამდე იგეგმება დესტრუქციული შიდა თუ გარე ძალების მიერ.

„ხვალ 16 დეკემბერია და ევროკავშირი, სადაც ჩვენ თითქოს გვინდა შევიდეთ (რამდენად უნდა უმრავლესობას ცალკე თემაა), დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ გადმოგვკრავს მწარედ მის შოლტს ჩვენს მრავალ ომგამოვლილ და მრავალნატანჯ ზურგზე. პრინციპში ეს ომები ხომ სწორედ ევროატლანტიკური სწრაფვის გამო მივიღეთ ჩვენს მიწაზე ბოლო 32 წელია. თუმცა გადავრჩით და ვცოცხლობთ! დარწმუნებული ვარ ასევე გადავურჩებით მორიგ შემოტევებს, რომლებიც ახალი წლის დადგომამდე იგეგმება დესტრუქციული შიდა თუ გარე ძალების მიერ. გაგვიჭირდება მაგრამ გავუძლებთ.

უნდა გავუძლოთ, რადგანაც ალტერნატივა ქვეყნის ხელისუფლებაში რევანშისტების დაბრუნებაა, გამომდინარე შედეგებით. უმრავლესობამ კარგად იცის ეს შედეგები და იმიტომაც გააკეთა 26 ოქტომბერს ის არჩევანი რაც გააკეთა,“– წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 
ასევე იხილეთ