გივი მიქანაძე: რადიკალებთან დაკავშირებულ ტელევიზიებში სრული ქაოტური სიტუაცია და კრიზისული მდგომარეობაა
“რეალურად, რადიკალებთან დაკავშირებულ ტელევიზიებში სრული ქაოტური სიტუაცია და კრიზისული მდგომარეობაა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
„ჩვენ ვნახეთ ზაზა ოქუაშვილის განცხადებები ნიკა გვარამიასთან და გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ 31 დეკემბერი იქნება ტელევიზია „ფორმულასთვის“ ბოლო სამუშაო დღე – მისი დამფინანსებელი კრიმინალი კეზერაშვილი აცხადებს დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ამ ყველაფრის პარალელურად ვხედავთ, რომ დაპირისპირება გაჩნდა „ტვ პირველის“ მფლობელთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ რადიკალიზმის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ემხრობიან, რომ ორიენტირებულები იყვნენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე. რეალურად რადიკალებთან დაკავშირებულ ტელევიზიებში სრული ქაოტური სიტუაცია და კრიზისული მდგომარეობაა“, – აღნიშნა მიქანაძემ.
სოფო ჭყონია ვატო წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.