გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

„საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის –  არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, – ასე ეხმიანება  ანალიტიკოსი გია აბაშიძე ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წევრებისთვის.

აბაშიძის თქმით, ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში და  მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღება.

„საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის –

არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით

ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

ეს გადაწყვეტილება აიხსნება შემდეგი გარემოებებით:

– არ უნდა დაზიანდეს ტრადიციული მეგობრობა ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.

– ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში. მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღებიან.

– ევროკრატიული ნეგატივი დროებითია და შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ“, – წერს გია აბაშიძე.

 

ასევე იხილეთ