აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი აცხადებს.

სანქცია დაუწესდა ჩრდილოეთ კორეის ბანკებს, ჩრდილოკორეელ გენერლებსა და ოფიციალურ პირებს, ამასთან, რუსულ ნავთობგადამზიდავ კომპანიებს.

„ჩრდილოეთ კორეის ბანკებს შორისაა Golden Triangle Bank-ი და Korea Mandal Credit Bank“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საუბარია ჩრდილოკორეელ გენერლებზე, ვინც იმ ათასობით სამხედროს შორის იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა.

ასევე იხილეთ