ლევან მაჭავარიანი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჩვენ ვართ მჭიდრო პარტნიორები
“ერთია, რაც აღქმების ნაწილია და მეორეა ის, როდესაც კონკრეტული უწყებები აკეთებენ გარკვეული ტიპის ანგარიშებს, რომლებიც არც აღქმებს ეფუძნება და არც პოლიტიკურ განცხადებებს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ „ქრონიკასთან“.
ლევან მაჭავრიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჩვენ ვართ მჭიდრო პარტნიორები. ძალიან დადებითად აფასებენ სუს-ის მუშაობას ანტიტერორიზმის მიმართულებით და ასევე ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიმართულებით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს წვლილსა და როლს აღიარებს. ანგარიშში წერია, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით შტატების მტკიცე პარტნიორად რჩება.