ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს არ უჩერდება ვიზალიბერალიზაცია, რისი მოლოდინი და სურვილიც ჰქონდა ოპოზიციას
“საქართველოს არ უჩერდება ვიზალიბერალიზაცია, რისი მოლოდინი და სურვილი ჰქონდა ოპოზიციას, რომ იქნებ ამით მიეცათ მაიდანიზაციისთვის ახალი სულისკვეთება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“.
„ვერ მიაღწიეს გარკვეულმა ძალებმა თავიანთ ვიწროპოლიტიკურ მიზნებს საქართველოსთან მიმართებით. არჩევნებში დამარცხების შემდგომი მდგომარეობაა ის, რაც მათ გაღიზიანებს იწვევს“, – აღნიშნავს დეპუტატი.