მარიამ ლაშხი: ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე, რომელზეც გაკრიტიკებს და მეორე მხრივ, წარმოადგენს უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რაც სრულიად საწინააღმდეგოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა, ევროკავშირის გარკვეული ჯგუფების და ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებულ ყალბ რეალობაზე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება შეინიშნება აშშ-ის მხრიდანაც, როდესაც ერთი მხრივ, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკრიტიკებს ქვეყანას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ ანგარიშებს, რომელიც მის განცხადებებს ეწინააღმდეგება.

“ერთ მხარეს დგას გარკვეული ჯგუფი [ევროკავშირის] დეპუტატების, ინტერესების გამტარებლების თუ დამკვეთების და მათ ერთგვარი ყალბი რეალობა აქვთ, მეორე მხარეს დგას თუნდაც ევროკავშირის ის სამართლებრივი პროცედურები, რაც არის ქვეყნის შეფასებები, ის ანგარიშები, რომლითაც რეალურად ფასდება საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირების ნაბიჯები. თუნდაც აშშ-დან, ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე, რომელზეც გაკრიტიკებს

და მეორე ბრიფინგზე წარმოგიდგენს უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რაც სრულიად საწინააღმდეგოა. ეს ანგარიში რეალურ საფუძვლებზე და ნაბიჯებზეა დამოკიდებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებებზე. საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაციაც არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული. ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ასევე იხილეთ