მამუკა მდინარაძე: საქართველოს მიმართ რამხელა ინტერესია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს სირიასთან და უკრაინასთან ერთად განიხილავენ, წარმოიდგინეთ რა მასშტაბებზე არიან გასული და რა წნეხს უძლებს ქართველი ხალხი და ხელისუფლება

“წარმოიდგინეთ საქართველოს მიმართ რამხელა ინტერესია, რომ (ევროპარლამენტში) საქართველოს სირიასთან და უკრაინასთან ერთად განიხილავენ და ამ ქვეყნებში რა ხდება სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„გუშინდელი განხილვის თემა შეეხებოდა სამ ქვეყანას, ამ დროს უნდა მიმდინარეობდეს საუბარი იმ ქვეყნებზე სადაც დიდი უბედურება ტრიალებს. სირია, უკრაინა და მესამე იყო საქართველო. წარმოიდგინეთ საქართველოს მიმართ რამხელა ინტერესია, რომ სირიასთან და უკრაინასთან ერთად განიხილავენ და ამ ქვეყნებში რა ხდება სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით. ამ ქვეყნებს ადარებენ, თითქოს რაღაც ხდებოდეს საქართველოშიც. რა გაიგოს რომელიმე ევროპელმა, ამერიკელმა, ან ნებისმიერი ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, იციან სირიაში და უკრაინაში რა ხდება და ეტყობა საქართველოშიც მსგავსი ხდებაო, ფიქრობენ. წარმოიდგინეთ რა მასშტაბებზე არიან გასული და რა წნეხს უძლებს ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ