მაკა ბოჭორიშვილი: ქართველებს ევროპასთან ემოციური ბმა აქვთ

x

“ქართველებს და საქართველოს ევროპასთან ემოციური ბმა აქვთ, ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

“არსებობს ემოციური ბმა ევროპის კავშირთან. ზუსტად, ამიტომ ქართველების დიდი უმრავლესობა ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი პრაქტიკული მიზეზი იმისა თუ რატომ სურთ ქართველებს ევროკავშირში. ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირი დღეს საუკეთესო ორგანიზაციაა მსოფლიოში ადამიანის უფლებების, ეკონომიკის განვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

ასევე იხილეთ