ერდოღანი: თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ უნდა იყოს ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ვიწრო დღის წესრიგის მძევალი
ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ უნდა იყოს ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ვიწრო დღის წესრიგის მძევალი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ თავად თურქეთს, არამედ ბლოკსაც.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ნაბიჯები ევროკავშირსა და ანკარას შორის ურთიერთობების აღორძინების მიზნით.
ერდოღანმა გამოხატა მოლოდინი, რომ ევროკავშირი წარადგენს „ახალ ხედვას, რომელიც გააძლიერებს“ ქვეყნის წევრობის პერსპექტივას.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უფრო ძლიერი, ინსტიტუციონალიზებული ურთიერთობის აუცილებლობას.