ავთანდილ კუნჭულია: საქართველო მთელი ამ დროის განმავლობაში ურყევად განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ
“საქართველო მთელი ამ დროის განმავლობაში ურყევად განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.
„საქართველო მთელი ამ დროის განმავლობაში ურყევად განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ. რაც მალე გაიაზრებენ ის ევროპელი ბიუროკრატები, კონკრეტული ორგანიზაციები თუ ქვეყნები, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ კონტრპროდუქტიულია თავად მათთვის, მით მალე დარეგულირდება სიტუაციები“, – აღნიშნა კუნჭულიამ.
ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია დასავლეთ ბალკანეთის ექვსი პარტნიორი ქვეყანა, ასევე თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.