მამუკა მდინარაძე: ლეგიტიმაციაზე საუბარი, ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს

“ლეგიტიმაციაზე საუბარი, ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი, ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შეიძლება, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიხესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან – შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან – მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – მაკა ბოჭორიშვილთან.

ასევე იხილეთ