ვატო შაქარიშვილი: სალომე არის მეორე ზელენსკი, ეუბნებიან, პრეზიდენტი იქამდე იქნები, სანამ შენი საშუალებით გადატრიალებას არ მოვაწყობთ და ომში არ ჩავრთავთ საქართველოსო

x

“ქვეყნის ღალატი რამდენიმე ხელმოცარული ევროპარლამენტარის მხურვალე ტაშის სანაცვლოდ! სალომე არის მეორე ზელენსკი! ისიც ვადაგასული პრეზიდენტია და არც არავინ ფიქრობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე!”, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროპარლამენტში.

მისი განცხადებით, ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და მილიონზე მეტ ადამიანს, საერთოდ არ იმჩნევენ. თუმცა, შაქარიშვილის თქმით, ისინი არ იცნობენ საქართველოს, რადგან ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამგვარ ქცევას გულხელდაკრეფილი შეხვდება და შეეგუება.

“ქვეყნის ღალატი რამდენიმე ხელმოცარული ევროპარლამენტარის მხურვალე ტაშის სანაცვლოდ! სალომე არის მეორე ზელენსკი! ისიც ვადაგასული პრეზიდენტია და არც არავინ ფიქრობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე! მიდი, მიდი შენ სანამ ბოლო უკრაინელს არ დაგასაფლავებინებთ, იქამდე პრეზიდენტი იქნებიო! სალომესაც ეუბნებიან – ჩვენ თვალში შენ ხარ პრეზიდენტი და იქამდე იქნები, სანამ შენი საშუალებით გადატრიალებას არ მოვაწყობთ და სანამ, შენივე ხელით ომში არ ჩავრთავთ საქართველოსო. ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას! საერთოდ არ იმჩნევს 1.120.000 ადამიანს! რა ჰგონიათ, რომ გულხელდაკრეფილი შევხვდებით და შევეგუებით ამ ყველაფერს?! არ იცნობენ საქართველოს! არ იცნობენ ჩვენს ისტორიას!

საკუთარსაც კი არ იცნობენ! არც მტერს იცნობენ! აღარც ღირებულებები ახსოვთ! ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია მიმდგარია და დიდი უროთი ანგრევს საკუთარ თავს! ჩვენი ჩაყოლება უნდათ ნანგრევებში, მაგრამ ამას არ დავუშვებთ!!!” – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ