დღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

დღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. ამის შესახებ ბერსეტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

“პირველ რიგში, დღეს დილით მე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და (პარლამენტის თავმჯდომარე) შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი აზრთა გაცვლას საქართველოს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღის განმავლობაში მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან”, – წერს ბერსეტი.

დღეს თბილისს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ეწვია. ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ – წერია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ასევე იხილეთ