გოგა ხაინდრავა “მაკკეინის ინსტიტუტის” განცხადებაზე: გაგაწბილებთ, ლორა! თქვენს კანიბალურ გეგმებს აღსრულება არ უწერია

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მორიგ განცხადებას ეხმიანება, რომელიც თბილისში მიმდინარე აქციებს ეხება.

„თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ…“ – „მაკკეინის ინსტიტუტი“. ბაიდენის მთავრობის ავაზაკებს გულისხმობთ თუ ჯ. ბუშის-ჯ. მაკკეინის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ „ნაციონალ ავაზაკებს”?! გაგაწბილებთ, ლორა! თქვენს კანიბალურ გეგმებს აღსრულება არ უწერია!“, – წერს ხაინდრავა.

მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს – თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“.

ასევე იხილეთ