ზელენსკი: ჩვენ არ გვაქვს ძალა ყირიმისა და დონბასის დასაბრუნებლად
„ჩვენ არ გვაქვს ძალა ყირიმისა და დონბასის დასაბრუნებლად”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში.
კითხვაზე – თქვენ ისაუბრეთ დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ამ ომის შესაჩერებლად. რა კომპრომისებისთვის იქნებით მზად? დათმობთ, თუნდაც დროებით, ყირიმს ან დონბასს? – უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ჩვენ არ შეგვიძლია დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები. სწორედ უკრაინის კონსტიტუცია გვიკრძალავს ამას. დე ფაქტო ამ ტერიტორიებს დღეს რუსები აკონტროლებენ. ჩვენ არ გვაქვს ძალა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლის იმედი გვქონდეს, რათა პუტინი აიძულონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს”.