ტიერი მარიანი: საქართველოში ყველამ იცის, რომ ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა, დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ, შეცვალონ არჩევნების შედეგები

JPG edited with https://ezgif.com/resize

„ჩემთვის გამოცანაა ეს. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტს, რომელსაც სურს იყოს ტაძარი, მოსამართლე, განმკითხავი დემოკრატიის, ნელ-ნელა გახდა ტაძარი ნეოკოლონიალიზმის”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ არის დაინტერესებული ევროპარლამენტი, რომ მოუსმინოს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ჰქონდეს მოვლენების სრული სურათი, ყველა მხარის პოზიცია იყოს წარმოდგენილი.

მისი თქმით, საქართველოში ყველამ იცის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი.

„რუმინეთშიც რა მოხდა, იგივე სცენარი არ იყო, რაც საქართველოში, მაგრამ კანდიდატი ჰყავდათ, ნომერ პირველი, პირველ ადგილზე, ევროკავშირს ეს არ აკმაყოფილებდა, ვინაიდან სხვა კანდიდატს უჭერდა მხარს და მოითხოვა თავიდან კენჭისყრა. საქართველოში ყველამ იცის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა იმაზე, რომ დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი და ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები დემონსტრაციების მეშვეობით. ქუჩაში წნეხის მეშვეობით. ამიტომაც მოიწვიეს თქვენი პრეზიდენტი 12 დღით ადრე, სანამ დაუსრულდებოდა მანდატი. ვიმეორებ, ჩვენ ვიბრძვით რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპის საქმეებში, მაგრამ იგივე უნდა გავაკეთოთ ევროპის მხრიდან სხვა ქვეყნებში ჩარევის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

ასევე იხილეთ