აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლისას ე.წ. დეპუტატი მოკლეს

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, მომხდარის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა.

აფხაზური მედიის ცნობით კი დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი – კან კვარჩია. ის კლინიკაშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სროლაში ეჭვმიტანილი დე ფაქტო პარლამენტი წევრი ადგურ ხარაზიაა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ასევე იხილეთ