ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სირიაში რაც ხდება, რუსეთის მარცხი არ არის და რუსეთმა სირიაში დასახულ მიზნებს მიაღწია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის, რაც სირიაში ხდება, რუსეთის მარცხი არ არის. მისი თქმით, რუსეთმა სირიაში დასახულ მიზნებს მიაღწია. ამის შესახებ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თქვენ ახსენეთ სირია. ყველას სურს, რომ ყველაფერი, რაც სირიაში ხდება, წარმოაჩინოს, როგორც რუსეთის მარცხი. გარწმუნებთ, ეს ასე არ არის და გეტყვით, რატომ. ჩვენ ხომ სირიაში ათი წლის წინ მივედით, რათა იქ ტერორისტული ანკლავი არ შექმნილიყო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, რუსეთმა თავის მიზნებს მიაღწია.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად შიდა ცვლილებები განიცადეს იმ დაჯგუფებებმა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ.
„ტყუილად არ ხდება, რომ დღეს ბევრ ევროპულ ქვეყანას და შეერთებულ შტატებს მათთან ურთიერთობების დალაგება სურთ. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები თუ არიან, რას მიძვრებით იქ? ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიცვალნენ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.