ზაალ ანჯაფარიძე: ბრიტანეთმა ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო, უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ, ასე გაამწესა ისტორიამ

„ბრიტანეთმა („დიდი“ აღარაა კარგა ხანია!) ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბოლო წლებია, სანქციების ცნობილი სერია, დასავლეთის სპორტი გახდა საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგოა.

„ბრიტანეთმა („დიდი“ აღარაა კარგა ხანია!) ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო.

ბარემ ეთქვათ, რომ მათი ზეგავლენით და მითითებით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ. ასე გაამწესა ისტორიამ.

თან თითქოს არ ენახოთ როგორ იქცევა ევროპაში პოლიცია, როდესაც მომიტინგეები ძალადობენ. ესეც სანქციების იმ ცნობილი სერიალიდან არის, რაც ბოლო წლებია მათი სპორტი გახდა საქართველოსთან მიმართებაში.

ბოლოს, ჩვენებურად ვიტყვი „ფეხებს ვერ მოგვჭამენ !!!“, – წერს ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ