ევროპარლამენტარი: ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელს არ სურს მიიღოს განსხვავებული პოზიცია. ამ თვალსაზრისით მესმის, რომ არსებობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმედგაცრუების გარკვეული დონე

„ზოგჯერ ძალიან რთულია და ვხედავ, რომ ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი სურვილსაც კი არ გამოთქვამს, რომ მოგისმინოს, სურვილი არ აქვს, რომ მიიღოს განსხვავებული პოზიცია. არ სურს გაითავისოს რეალობა და ამ თვალსაზრისით მესმის, რომ არსებობს თქვენი ხელისუფლების მხრიდან იმედგაცრუების გარკვეული დონე”, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის წევრმა სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუშიმ.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებებზე, სადაც ისმის მხოლოდ კრიტიკა, რეზოლუციებში ასახულია მხოლოდ კრიტიკა, სალომე ზურაბიშვილიც აკრიტიკებდა საქართველოს და არასდროს უჩნდებათ სურვილი მიიწვიონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოისმინონ პოზიციები.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, რომელზეც ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნიათ. ჩემი პოზიცია იყო ცალსახა – უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, რომ შევხვედროდი თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგალითად თქვენს ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ევროპული საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. მქონდა საშუალება მას შევხვედროდი და ჩვენ გულახდილად განვიხილეთ ის პრობლემები, რომელიც საგარეო ჩარევას ეხებოდა თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაში.

გულახდილად არ მესმის, ევროპარლამენტის ამდენი წევრი რატომ გრძნობს და თვლის, რომ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელზეც არ გააჩნიათ სამართლიანი და ჭეშმარიტი ინფორმაცია. ვცდილობ გავავრცელო სამართლიანი და მართალი ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. რაც მინდა გავაგრძელო სულ მცირე, ჩემი პირადი პოზიციიდან გამომდინარე, გახლავთ გავაღრმაო კომუნიკაცია თქვენს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მინდა თბილისში ჩამოვიდე მალე და იმედი მაქვს, რომ მექნება საშუალება ვესაუბრო თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ განვიხილოთ, თუ როგორ ვმართოთ სიტუაცია და შემდგომში როგორ ავუხსნა ევროპული პარლამენტის წევრებს სიღრმისეულად სიმართლე იმ სიტუაციაზე, რაც საქართველოში შეიქმნა. თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგჯერ ძალიან რთულია და ვხედავ, რომ ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი სურვილსაც კი არ გამოთქვამს, რომ მოგისმინოს, სურვილი არ აქვს, რომ მიიღოს განსხვავებული პოზიცია. არ სურს გაითავისოს რეალობა და ამ თვალსაზრისით მესმის, რომ არსებობს თქვენი ხელისუფლების მხრიდან იმედგაცრუების გარკვეული დონე“, – აღნიშნა ონდრუშიმ.

ასევე იხილეთ