ირაკლი ზარქუა: როგორც კი პარტიებიდან ამოვიღეთ ის პიროტექნიკა, მაშინვე მშვიდობიანი გახდა აქცია
„დღეს სამწუხარო ის არის, რომ ევროპას ლიდერი არ ჰყავს”, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„არალეგიტიმური, არაპოპულარული ლიდერები ჰყავს ჩემდა სამწუხაროდ დღეს ევროპას და ამიტომაც არის, რომ ყველგან, სადაც ეს რაღაც ფსევდო-ლიბერალური მიმდინარეობა იყო, მარცხდებიან ყველგან, ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანაში. ლიეტუვაში ჩამოინგრა, დაიშალა ისევ ის კოალიციები შეკოწიწებული რომ ჰქონდათ და ჩვენ გვამუნათებდნენ.
ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც. ორმაგი სტანდარტით მიდგომა რაც აქვთნ – ესე იგი ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი დაასანქცირეს იმიტომ, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულა? რომ აქ არ მისცა გარკვეულ მარგინალურ ჯგუფებს საშუალება რაიმე დაეშავებინათ.
იქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი, ამიტომაც მშობლებს მივმართავდით, ამ ახალგაზრდებს ნუ გამოაყენებინებთ თავს. როგორც კი პარტიებიდან ამოვიღეთ ის პიროტექნიკა, მაშინვე მშვიდობიანი გახდა აქცია. მერამდენე დღეა არც რობოკოპები გამოჩენილან რუსთაველზე და არც პოლიციელები. მშვიდობიანად დასეირნობენ და მათ აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.