თამთა მეგრელიშვილი ტატო ბაციკაძეზე და გიორგი კალატოზზე: ვფიქრობ, უპრიანი იქნება ყველამ ის ვაკეთოთ, რაც ვიცით, მათ თამაში და ფსონების განთავსება იციან და ამის გამო მორალური დილემა არ აქვთ, რაც მრავლისმთქმელია

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ტატო ბაციკაძის და გიორგი კალატოზის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ ღიად ხდება აზარტული კომპანიების რეკლამირება და ამის გამო მორალური დილემა არ აქვთ, რაც მრავლისმთქმელია.

მისივე თქმით, აზარტული თამაშების აქტიური ლობიზმის პარალელურად ეს ადამიანები ღიად ერევიან და განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს, ისინი დაუფარავად გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და ცალსახად აფიქსირებენ “ქართული ოცნებისადმი” პოლიტიკურ აუტანლობას. მანვე აღნიშნა, რომ უპრიანი იქნება ყველამ ის აკეთოს, რაც იციან და პოლიტიკურ ველზე არ შემოვიდნენ.

“ტატო ბაციკაძის და გიორგი კალატოზის მიერ ღიად ხდება აზარტული კომპანიების რეკლამირება, ტატო ბაციკაძე ტელევიზიით არეკლამებს adjarabet.com – ს და მათი დასპონსორებული პირდაპირი სატელევიზიო ეთერით ფსონებს ათავსებდნენ საფეხბურთო მატჩებზე. აზარტული თამაშების აქტიური ლობიზმის პარალელურად ეს ადამიანები ღიად ერევიან და განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს, ისინი დაუფარავად გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და ცალსახად აფიქსირებენ “ქართული ოცნებისადმი” პოლიტიკურ აუტანლობას, ვფიქრობ უპრიანი იქნება ყველამ ის ვაკეთოთ რაც ვიცით, მათ თამაში და ფსონების განთავსება იციან და ამის გამო მორალური დილემა არ აქვთ, რაც მრავლისმთქმელია… ჩვენ მათ მოედანზე არ გადავდივართ და ისინიც ნუ შემოვლენ პოლიტიკურ ველზე”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ