რუსუდან გორგილაძე: ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს აღტკინება, რევოლუციური ხიბლი, რომელშიც ახალგაზრდების ერთი ნაწილია ჩავარდნილი, გადაივლის

„ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს აღტკინება, რევოლუციური ხიბლი, რომელშიც ახალგაზრდების ერთი ნაწილია ჩავარდნილი, გადაივლის და აუცილებლად გადადგამს ნაბიჯს, ისევე როგორც ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს და მხოლოდ ასე შეგვიძლია, ჩვენ სიტუაცია განვმუხტოთ”, – განაცხადა ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ „დღის ქრონიკაში“ ქვეყანაში ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე განმარტებით, მისთვის გასაგებია, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი რატომ იქცევა აგრესიულად.

„მე ვიცი, რატომაც აკეთებენ ისინი ამას, მათ შინაგანი შიშები, შფოთი, ბრაზი აქვთ დაგროვილი და ამაზე რომ გითხრათ, ძალიან დიდი რეაქცია მაქვს-მეთქი, არა. თქვენც გირჩევთ, რომ ამას შეხედოთ როგორც დროებით მოვლენას, რომელიც აუცილებლად გადაივლის“, – აღნიშნა გორგილაძემ.

ასევე იხილეთ