მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
🔹2024 წლის 19 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.
➡️შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის ოფისს შორს, აგრეთვე საქართველოში მოქმედ გაეროს გუნდს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
➡️ყურადღება გამახვილდა საქართველოში გაეროს ოფისის საქმიანობაზე, მათ შორის, მოწყვლადი მოსახლეობის დახმარების, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიმართულებით.
➡️საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.
➡️შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
➡️შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.