გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: კიდევ ერთგზის გამოაშკარავებულია მათი მხრიდან დიალოგისკენ მიმართული პროცესის მარგინალიზაცია, რომელსაც თავის ხალხზე და ქვეყანაზე ზიზღით განმსჭვალული, ანტიმედასავლეთე სალომე უდგას სათავეში
გიორგი გამსახურდია საქართველოში ევროპის საჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ვიზიტს და დღეს გამართულ პრესკონფერენციას აფასებს.
გამსახურდია ალან ბერსეს განცხადების შესახებ რადიკალური ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ხდება დიალოგისკენ მიმართული პროცესის მარგინალიზაცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში.
„საერთოდ, აქ კიდევ ერთგზის, გამოაშკარავებულია მათი მხრიდან ნებისმიერი, დიალოგისკენ მიმართული პროცესის მარგინალიზაცია. რომელსაც ზემოთხსენებულ მავნებლებთან ერთად, თავის ხალხზე და ქვეყანაზე ზიზღით განმსჭვალული, ამორალური, ანტიმედასავლეთე ქალი, სალომე უდგას სათავეში.მალე ჩაირეცხებით!”- წერს გიორგი გამსახურდია “X”-ზე.