ლევან ნიკოლეიშვილი: მოქმედ ადმინისტრაციას მაქსიმალურად სურს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, რომელსაც ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მით უფრო, ჩვენი ხელისუფლებაც გადატვირთვის მზადყოფნას დიდი ხანია აცხადებს

„ანგლოსაქსური ურთიერთობების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რომლის ასახვა აშშ -დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. ახლა, ბრიტანელებს რომ ჰკითხო, რატომ დაასანქცირეს ქართველი სამართალდამცავები, ვერაფერს ვერ გიპასუხებენ. ცხადია, იმას ხომ არ იტყვიან, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, ჩვენც ავყევითო“, –  წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აცხადებს, ქართველი მაღალჩინოსნების და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესების მიზეზი, სინამდვილეში ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობაა, მაქსიმალურად გააუარესონ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები.

„ანგლოსაქსური ურთიერთობების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რომლის ასახვა აშშ -დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. ახლა, ბრიტანელებს რომ ჰკითხო, რატომ დაასანქცირეს ქართველი სამართალდამცავები, ვერაფერს ვერ გიპასუხებენ. ცხადია, იმას ხომ არ იტყვიან, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, ჩვენც ავყევითო. აი, ამერიკელებს რომ ჰკითხო, თუ რატომ დაასანქცირეს ქართველი პოლიციელები, ათას სისულელეს იტყვიან – „მშვიდობიანი მომიტინგეები“, „ძალის გადამეტება“ და ასე შემდეგ. საკუთარ ქვეყანაში, მგონი, ტერმინი „აქციის დაშლა“ არც იციან, რა არის, პირდაპირ დარბევაზე გადადიან. დიდი სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მოქმედ ადმინისტრაციას მაქსიმალურად სურს, ქართულ-ამერიკელი ურთიერთობები დააზიანოს. დარწმუნებული ვარ, აქაც ფიასკო ექნებათ, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, რომელსაც ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მით უფრო ჩვენი ხელისუფლებაც სასიკეთო გადატვირთვის მზადყოფნას დიდი ხანია ოფიციალურად აცხადებს“, –  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ