გიორგი გულიაშვილმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, გიორგი გულიაშვილი „სარაევოდან“ არსად მიდის და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას ბოსნიური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბმა „სარაევომ“ გიორგი გულიაშვილთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივა.

სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას, რომელიც უმაღლეს დონეზე იასპარეზებს“ – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში, სადაც „სარაევოს“ მთავარი მწვრთნელის, ზორან ზეკიჩის კომენტარიც გამოაქვეყნდა.

„კმაყოფილი ვარ, რომ გულიაშვილი „სარაევოში“ რჩება – კლუბში, რომელსაც აქვს დიდი ამბიციები და მაღალი შედეგების მისაღწევად სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, გიორგი ყველა სხვა მოთამაშესთან ერთად, „სარაევოს“ წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა „სარაევოს“ მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა.

ასევე იხილეთ